საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს:
- კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
- კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა;
- კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;
- კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის) ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება;
- სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია სრული ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, ბუღალტერიის აღდგენა (მათ შორის კონსულტაციების გაწევა დამკვეთთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით);
- დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წარმოება და აღრიცხვა, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით;
- ასევე სხვა ცალკეული ბუღალტრული მოდულების განხორციელება დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
- კონსულტაციების გაწევა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენასთან დაკავშირებით;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს-ით), მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით.
- საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა მისი გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.
საქართველოში საუკეთესო საბუღალტრო სერვისები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე დაკლიკებით.