ფინანსები, როგორც მეცნიერების დარგი – შეისწავლის ფულს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. ფინანსები — ეს არის ეკონომიკური, გამოყენებითი დისციპლინა.
ფინანსები, ტრადიციულად იყოფა – საზოგადოებრივ და კერძო კატეგორიებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: სახელმწიფო ფინანსები და ადგილობრივი, მუნიციპალური ფინანსები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება:
- პირადი და ოჯახის ფინანსები;
- მცირე ბიზნესის, კორპორაციული (საწარმოების და ბიზნესის ფინანსები), საბანკო (საბანკო საქმე) და არაკომერციული ორგანიზაციების ფინანსები.
საზოგადოებრივი ფინანსებში პირველადი განხილვის საგანია ”გასავლები”, რამდენადაც ამ სახის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება მკაცრად რეგლამენტირებულ საზოგადოებრივ ამოცანათა ფინანსირება. კერძო ფინანსებისთვის პირველადია შემოსავლის მიღება და საქმიანობის სრულად წარმართვა ამ შემოსავლის მისაღებად, რომელიც განაპირობებს მოგებას და რომელიც, თავის მხრივ იხარჯება მისი მფლობელი პირის (პირების) გათვალისწინებით.
ფინანსების მართვას (ზოგადად) და შეიძლება ითქვას მართვის ხელოვნებას, სწავლობს მეცნიერება – ფინანსური მენეჯმენტი. საბანკო ფინანსების მართვა შეისწავლება საბანკო საქმის მეცნიერების ფარგლებში. ფინანსურ ბაზრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ეწოდება ფინანსური ეკონომიკა. სტატისტიკის მცირე, თანამოსახელე ნაწილი შეისწავლის ფინანსურ სტატისტიკას . ფინანსური ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს შეისწავლის გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერება. ფინანსური ნაკადების კონტროლი შეისწავლება ფინანსური კონტროლის დისციპლინის ფარგლებში.