სამართალი და იურიდიული მომსახურება

რა არის სამართალი? სამართალი — ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი. არსებობს რამდენიმე ძირითადი სამართლის დარგი: ეროვნული სამართალი კერძო სამართალი სამოქალაქო სამართალი სავაჭრო სამართალი შრომის სამართალი საჯარო სამართალი კონსტიტუციური სამართალი საქართველოს კონსტიტუცია (2004 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით) საქართველოს …

რა არის ფინანსური მენეჯმენტი?

ფინანსური რესურსების მართვის პროცესში ძალზე ხშირად გვხვდება გაურკვევლობასთან და განუსაზღვრელობასთან ბრძოლის ამოცანა. ეს განუსაზღვრელობა ორი სახისაა: შეუძლებელია ფინანსური სისტემის მიმდინარე მდგომარეობის დაზუსტება (მისაღები სიზუსტით); უცნობია (ან ვერ დგინდება მოთხოვნილი სიზუსტე) მომავალი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები და მისი თანამდევი პარამეტრები. არაზუსტი სიმრავლეები ამ შემთხვევაში ასრულებენ განუსაზღვრელობის მოდელირების ინსტრუმენტების როლს, რომლებიც, თავის მხრივ ეფუძნებიან ადამიანის შემეცნების უნარს და შესაძლებლობას – …

ფინანსები, როგორც მეცნიერება

ფინანსები, როგორც მეცნიერების დარგი – შეისწავლის ფულს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. ფინანსები — ეს არის ეკონომიკური, გამოყენებითი დისციპლინა. ფინანსები, ტრადიციულად იყოფა – საზოგადოებრივ და კერძო კატეგორიებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: სახელმწიფო ფინანსები და ადგილობრივი, მუნიციპალური ფინანსები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება: პირადი და ოჯახის ფინანსები; მცირე ბიზნესის, კორპორაციული (საწარმოების და ბიზნესის …

რა არის საგადასახადო კონსალტინგი?

პროფესიონალი ბუღალტერი კოპანიის წარმატების საწინდარია. ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას ჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა, რათა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მუდმივი წვდომა და კონტროლი ქონდეთ, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე კომპანიის დამფუძნებლებსა და დირექტორებს. ბუღალტერია კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, რათა არ მოხდეს უზუსტობების გაპარვა, რამაც შესაძლოა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდოს კომპანია. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის …

რა არის ბუღალტერია?

საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს: კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად; საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა; კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე; კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის) ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება; სხვა მომსახურება, …

Design a site like this with WordPress.com
Get started